ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს განუცხადა, რომ ქვეყანა ავითარებს „სუპერ-დუპერ“ რაკეტის წარმოებას, რომელიც უკან ჩამოიტოვებს ყველა სამხედრო კონკურენტს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთსაც.
„ჩვენ არჩევანი არ გვაქ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან გვყავს მეტოქეები. იმას, რაზეც უკვე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მე სუპერ დუპერ რაკეტას ვუწოდებ, რომელიც დღეს არსებულ ანალოგებზე 17-ჯერ სწრაფი იქნება. ტრამპის ნათქვამს დაეთანხმა აგრეთვე თავდაცვის მდივანი მარკ ესპერიც, რომელმაც დაადასტურა კოსმოსურ რაკეტაზე ამერიკის თავდაცვის უწყების მიერ აქტიური მუშაობა“.
“მომავალი კოსმოსისაა, როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის კუთხით და კიდევ ბევრი სხვა რამით. კოსმოსში ლიდერები ვართ“- აღნიშნა ტრამპმა
„ჩვენი რაკეტა არსებულებზე 17-ჯერ სწრაფია, რუსეთს 5-ჯერ უფრო სწრაფი აქვს და ჩინეთი 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფის შექმნაზე მუშაობს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„კოსმოსური ძალები დაარსებით და კოსმოსური სარდლობის შექმნით, ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს იმისთვის რაც საჭიროა ჩვენი აქტივების დასაცავად სივრცეში, სადაც ვიცავთ არა მარტო ამერიკას, არამედ ვაგრძელებთ ეკონომიკის მხარდაჭერას ვიცავთ ჩვენს კომერციულ შესაძლებლობებს , ჩვენ ვიცავთ ამერიკელთა ცხოვრების წესს“- განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა, მარკ ესპერმა.
მასალის გამოყენების პირობები






