კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინა ძალზე დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა- ანტივირუსულმა პრეპარატმა უზრუნველყო, დაავადებისგან დაეცვა მაკაკას ჯიშის 6 მაიმუნი. ეს ფაქტი იძლევა ძალზე დიდ ნუგეშს კლინიცისტებისთვის, რომლებიც ამჟამად აღნიშნულ ვაქცინას ცდიან ადამიანებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტისა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ანტიდოტი მისცემს ადამიანებსაც იმ შედეგს, რაც პირველივე ცდაზე დადგა ცხოველებზე გამოცდის შემთხვევაში.~
ცხოველებს, რომელთაც გაუკეთეს ვაქცინა, ხოლო შემდეგ დააინფიცირეს კოვიდ ვირუსით, მათ ფილტვებსა და საჰაერო მილებში ინფექცია ვერ გავრცელდა იმ დონით, რა მასშტაბიც ჩვეულებრივ კოვიდ ინფექციის განვითარებას მოჰყვა აუცრელ მაიმუნებში.
ცდები მიმდიანრეობდა ამერიკაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მკვლევარები ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან და ოქსფორდის სასწავლებლიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინამ თითქმის სრულად დაიცვა ცხოველები პნეუმონიის განვითარებისგან. მეცნიერთა თქმით, მათ რეზუს მაკაკაზე იმიტომ ჩაატარეს ცდები, რომ მას ადამიანის მსგავსი იმუნური სისტემა გააჩნია.
აღნიშნული კვლევა სხვა მეცნიერთა მიერ ამ დრომდე არ განხილულა და ოფიციალური დასვკნაც არ გამოქვეყნებულა, თუმცა პროფესორი სტეფენ ევანსი, რომელიც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის დარგის მკლვევარია, აღნიშნული მოვლენას ძალზე დამაიმედებელი უწოდა. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში, 1000-ზე მეტი მოხალისე ადამიანზე მიმდიანრეობს ცდები ვაქცინის მისაღებად.
მასალის გამოყენების პირობები






