აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიო ეკონომიკამ შესაძლოა 8.8 ტრილიონი დოლარით იზარალოს, რაც ყველა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9.7 %-ს შეადგენს.
აზიის ბანკის ოფიციალური განცხადებით, ეკონომიკური ზარალი აზიასა და ოკეანის რეგიონში არსებულ სახელმწიფოებში 1.7-იდან 2.5 ტრილიონ დოლარამდე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შეკავების სამთვიანი პროცესი გახანგრძლივდა ისევ. აღნიშნულ პირობებში, მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკამ შესაძლოა, 1.6 ტრილიონამდე იზარალოს.
აზიის განვითარების ბანკის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები დაავადების წინააღმდეგ მოქნილი და სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რის შედეგადაც მიიღეს ,როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების კონკრეტული გეგმები, აგრეთვე გაზარდეს ხარჯვა ჯანმრთლობის სფეროში და პირდაპირი ფინანსური დახმარების პაკეტები მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თუ ქვეყნის ხელმძღვანელობები მსგავს მოქმედებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა, კორონავირუსის მიერ ეკონომიკაზე ზემოქმედება 30-იდან 40%-მდე შეამციროს და პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები






