მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმ შეთხვევაში თუ აფრიკაში სასწრაფო და უკიდურესად აუცილებელი ზომები არ იქნება მიღებული, კოვიდ 19-ს შეუძლია კონტინენტზე 150 000 ადამიანი მოკლას და 231 მილიონამდე დააინფიციროს.
„ჩვენი მოდელები და წარმოდგენები სხვადასხვა ქვეყნების ჯანმრთელობის სისტემებისთვის უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კონკრეტული ზომების მისაღებად. ჩვენ მივიღებთ ამ შედეგს, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“ - განაცხადეს ჯანმოში.
ორგანიზაციის ექსპერტებმა აღნიშნული მოდელირება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით 47 ქვეყანაზე ჩაატარეს- მათ შორის ჯიბუტიზე, ეგვიპტზე, ლიბიაზე, მოროკოზე, სომალსა და სუდანიზე.
ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე ზემოხსენებული ინფიცირების მასშტაბები შესაძლოა ნამდვილად დადგეს რეალობაში მომავალი 12 თვის განმავლობაში, როდესაც ინფიცირებულთა უმრავლესობას დაავადების სიმპტომები არც კი აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






