მილიარდობით დახარჯული თანხა ეკონომიკის აღსადგენად და მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი - კორონავირუსი რესპირატორული დაავადება, ეკონომიკის გამანადგურებელი თუ ორივე ერთად?
COVID-19 - 11:56, 14 May, 2020     675

არავინ უარყოფს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლა აუცილებელია. ის არ არის „რიგითი“ ვირუსი და ვერც იმას ვიტყვით, რომ კოვიდ 19 ჩვეულებრივი გრიპია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს კლავს წლის განმავლობაში. კორონავირუსთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა რამდენად რაციონალურია ის, რასაც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა და მათ შორის საქართველო აკეთებს? ამასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი იყოფა.

თავდაპირველად მსოფლიოში ბატონობდა ის აზრი, რომ ყველაფერი უნდა ჩაკეტილიყო და ეკონომიკა მეორე პლანზე გადასულიყო, რადგან საუბარი იყო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, თუმცა კითხვის ნიშანი სწორედ აქ ჩნდება. ეკონომიკის გაჩერებით უფრო დიდ საფრთხეს ხომ არ ვუქმნით ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც 77 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, ხოლო 300 კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. თუ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა და მათ ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს მძიმე დარტყმებს, ჩვენ შვედური მოდელი ხომ არ უნდა აგვერჩია? რამდენად ეფექტურია ცოლ-ქმრის 3 000 ლარით დაჯარიმება მაშინ, როდესაც თითქმის მთელ დღეს ისინი ერთად ატარებენ, თუმცა მანქანის წინა სავარძელზე მათი ჯდომისთვის გამოწერილი ჯარიმა კორონავირუსთან ბრძოლით მართლდება. ცალკეული შეზღუდვების ადეკვატურობაზე არაერთი კრიტიკული აზრის მოსმენაა შესაძლებელი, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავსტრალიაშიც კი 600 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი იძლევა. მისი თქმით, ეს ციფრი „შოკის მომგვრელია“, თუმცა მოსალოდნელი, რადგან ეს იყო პანდემიის ფინანსური დარტყმა.

იტალიელები ხარჯავენ მილიარდებს - მთავრობამ საზეიმოდ გახსნა 60 მილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი, რომლითაც ისინი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ცდილობენ. თანხის ნაწილი ქვეყნის „ალყაშემორტყმულ“ სამედიცინო სექტორს მოხმარდება, რათა ისინი მეორე ტალღისთვის მოემზადონ.

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, Tesla, inc-ის თანადამფუძნებელი, 38.9 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელი ადამიანი ილონ მასკი „დარჩი სახლში“ კამპანიის წინააღმდეგ წავიდა. თავდაპირველად ის მხოლოდ მოწოდებით შემოიფარგლებოდა, რომ აუცილებელია ხალხი სამუშაოს დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, კალიფორნიის შტატი მას არ აძლევდა უფლებას ხელახლა გაეხსნა კომპანია და ტესლას ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა. ამერიკელ ბიზნესმენს მხარი პრეზიდენტმა დონლად ტრამპმაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ კალიფრონიამ ტესლას და ილონს მასკს საწარმოს გახსნის უფლება უნდა მისცეს. მსოფლიოში სიმდიდრით 23-ე ადგილზე მყოფი ადამიანი არ დაემორჩილა შტატის აკრძალვებს და 11 მაისს გახსნა საწარმო.

ახალი კორონავირუსთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ სახლში დარჩენით უფრო მძიმე შედეგამდე მივლენ, რადგან ეკონომიკის განადგურებით გამოწვეული პრობლემები გაცილებით უფრო სასტიკი იქნება, ვიდრე კორონავირუსია. ვირუსთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ეფექტური და არა ეკონომიკის გამანადგურებელი მეთოდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42