„საქართველო ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას მიიღებს, სანაცვლოდ კი დაპირებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები უნდა განხორციელდეს“- ანდრიუს კუბილიუსი
მსოფლიო - 23:22, 13 May, 2020     1988

ევროპარლამტარმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ისაუბრა ეროკავშირისგან საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზე. მისი თქმით, ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეკონომიკუს გასაჯანსაღებლად აღმოუჩენს ფინანსურ დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა აღნიშნული დახმარების მისაღებად საქართველომ უნდა განახორციელოს დაპირებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და აგრეთვე უნდა მოახდინოს კანონის უზენაესობის დაცვა. ანდრიუს კუბილიუსი ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულონ ელჩებთან და ევროკავშირთან დადებული 8 მარტის ხელშეკრულების პირობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია ევროპარლამენტში არსებული ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის ხელმძღვანელის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის არის ევროპის ნაწილი და იგი ევროკავშირში უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირმა სწრაფადვე მიიღო უამრავი ნაბიჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად, კოვიდ 19-ის პანდემიის ფონე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევებისათვის გასამკლავებლად. საერთო ჯამში ევროკავშირი გამოყოფს 3 მილიარდ ევროს ევროკავშირის მეზობლებისთვის , რომელთაგან 962 მილიონი ევრო უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად იქნება გამოყოფილი“.

„როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მსურს გავამახვილო თქვენი ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან აღნიშნული პანდემიური სიტუაციის ფონზე გამოეყოფა 500 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება, რომელიც ეკონომიკური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება“

„ამ მხარდაჭერის მთავარი კომპონენტი უკავშირდება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის საკითხში, კორუფციასთან ბრძოლასა და საარჩევნო რეფორმას, ეკონომიკურ მმართველობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, რათა ქვეყანაში იყოს სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტი და სრულიად გამჭვირვალე საარჩევნო პროცესები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად“ - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42