სამხრეთ კორეის ღამის კლუბებში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შესაძლოა ქვეყანა მორიგი ეპიდემიური აფეთქების წინაშე დადგეს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებში მყოფ ადამიანთაგან 199 მათგანი კოვიდ 19-ით დაინფიცირდა.
სამხრეთ კორეის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამოვლენილია 22 000 ადამიანი, რომელთანაც ინფიცირებულებს შესაძლოა ჰქონდათ ურთიერთკავშირი. მთავრობის ინფორმაციით, ინფექციის გავრცელება მოხდა სეულის ორ რაიონში, კერძოდ კი ათეულობით ბარსა და კლუბში. ვრცელდება ინფორმაცია აგრეთვე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეპიდემიოლოგთა მოტყუების გამო ერთ-ერთი ადამიანის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. საუბარია 25 წლის მამაკაცზე, რომელმაც თავის 6 მოსწავლეს გადასდო დაავადება.
აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია ორი ინფიცირებულის შესახებაც, რომელებიც უკანასკნელ დღეებში ეკლესიაში იმყოფებოდნენ, რის გამოც 700-მდე ადამიანი კარანტინშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ კორეაში 10 962 ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან ფატალური მხოლოდ 259 აღმოჩნდა, 9695 ადამიანი დაავადებისგან განკურნეს.
მასალის გამოყენების პირობები






