ჩინეთის ჩრდილო- აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი გილინი ისევ იზოლაციაში ექცევა. დაიხურა ქალაქის გასასვლელ-გამოსასვლელები, აგრეთვე შეწყვეტილია ტრანსპორტის გადაადგილება. ამის შეასხებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
4 მილიონიან ქალაქში ადამიანებს იმ შემთხვევაში მისცემენ ქალაქის დატოვების შესაძლებლობას, თუ ბოლო 2 დღე-ღამის განმავლობაში მათ ექნებათ ჩატარებული ტესტირება კოვიდ 19-ზე და ინფექცია არ დაუდასტურდებათ.
ქალაქში დაიხურა ყველა კინოთეატრი, სავარჯიშო დარბაზები და სხვა გასართობი დაწესებულებები. ყველა აფთიაქი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის სამსახურებს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც სიცხის დამწევ და ანტივირუსულ მედიკამენტს იყიდიან.ქალაქში კოვიდ ინფექციის 6 ახალი შემთხვევა ოთხშაბათს აღინიშნა, რომელიც 21 წლის ადგილობრივ მაცხოვრებელთანაა დაკავშირებული. უცნობია ამ დრომდე რამდენი ინფიცირებულია ქალაქში საერთო ჯამში.
მასალის გამოყენების პირობები






