საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას გმობს ოფიციალური ვარშავა. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლების სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და საქართველოს მიმართ გამოხატული აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს და ძირს უთხრის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკვე მოაწერა.
„საქართველოს მიმართ აგრესია, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ქმედებები არღვევენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების სისტემას“- აღნიშნულია დოკუმენტში.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე პოლონეთის ხელისუფლება შეიმუშავებს შესაბამის ბრძანებებსა და მოქმედების პრინციპებს შეიარაღბული ძალების გამოყენებასთან მიმართბით. მინისტრის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ეხება იმ საფრთხეებს, რომელზეც პოლონელი ჯარისკაცები უნდა რეაგირებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






