ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდაკლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 264 პაციენტი გვყავს. ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტი 100-ზე მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი.
„8 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი საკარანტინო სივრციდან არის, რომელიც არის 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, დანარჩენი 4 ასე ნაწილდება: 2 საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი ბოლნისიდან და ერთი თეთრიწყაროდან. ჩვენთან ამ ეტაპზე 34 პაციენტია, 33 დადასტურებული, ერთი შესაძლო შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 მოზარდი, ისინი კლინიკიდან გუშინ გაეწერნენ. ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობა დასტაბილურდა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი-ორი დღე თუ ეს სტაბილური მდგომარეობა გაგრძელდა, მერე შეგვიძლია მის კარგ პროგნოზზე ვილაპარაკოთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






