სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა
COVID-19 - 19:06, 12 May, 2020     689


სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციალური სამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა ჯერჯერობით არ მომხდარა.

"მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადმოიბარეს.

საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლადმიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42