"რუსული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და კრემლის დაზვერვის ფარული ოფიცერი პრაღის მერის მოწამვლას გეგმავდა"- ჩეხური მედია
მსოფლიო - 17:23, 12 May, 2020     1014

ჩეხეთში რუსეთის საელჩომ პრაღის პოლიციას სთხოვა, დაიცვან მათი ერთ-ერთი დიპლომატი, რომლის ვინაობა გაჟღერებულ იქნა ჩეხეთის მედიის მიერ- ჟურნალისტების თქმით, მისი უშუალოდ მონაწილეობით დაგეგმილი იყო ჩეხი პოლიტიკოსების მოწამვლა.

ჩეხეთში არსებული რუსული დიპლომატიური უწყების თქმით, გაცხადებული უსაფუძვლო და სიმართლეს მოკლებული ბრალდებების გამო ზემოხსენებული მაღალჩინოსანი მუქარის შემცველ წერილებს იღებს. ამის შესახებ წერს BBC.

გასულ თვეს ჩეხური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსი აგენტი ჩამოვიდა პრაღაში სპეციალური ჩემოდნით, რომელშიც ტოქსიკური მომწამვლელი ნივთიერება, რიცინი იყო მოთავსებული. ჟურნალისტების ინფორმაციით, საწამლავი უნდა გამოეყენებინათ ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის პრაღის მერის წინააღმდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას კრემლის რეჟიმის მიერ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი დაერქმია იმ ქუჩას, რომელზეც მდებარეობს რუსეთის საელჩო.

ჩეხეთის ახალი ამბების ერთ-ერთ ტელევიზიაში ზემოხსენებული საიდუმლო ოპერაციის სავარაუდო მონაწილის ვინაობა იქნა გაჟღერებული. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს პირი უნდა ყოფილიყო ანდრეი კონჩაკოვი, პრაღაში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც სავარაუდოდ კრემლის დაზვერვის ოფიცერია.

ჩეხეთში არსებულმა რუსეთის საელჩომ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ დიპლომატიური უწყების თანამშრომლები ანტირუსული ინფორმაციული კამპანიის მსხვერპლნი გახდნენ და ამის ფონზე პოლიციისგან ითხოვენ დახმარებას.განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი დიპლომატი ცილისმწამებლური კამპანიის ადრესატი გახდა ჩეხური მედიის მხრიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42