გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირადად სთხოვა იანვარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტედროს ადანომს, არ გამოეცხადებინა კოვიდ-19 გლობალურ პანდემიად და გადაედო აღნიშნული პროცესი.
გერმანული გაზეთი შპიგელი თავის სტატიაში გამოქვეყნებული ბრალდებების შესახებ წერს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ ქვეყნის ფედერალური სადაზვერვო ბიუროსგან მიღბული ინფორმაციის საფუძველზე იციან. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჯანმომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო- გამოთქმულ მოსაზრებას არაკორექტული და უსაფუძვლო უწოდა.
სტატიაში კონკრეტულ დღეზეა საუბარი , რომ 21 იანვარს მოხდა ძინპინსა და ადანომს შორის ზემოხსენებულ საკითხზე შეთანხმება, რომლის მიხედვითად თავი უნდა შეეკავებინა ორგანიზაციის ხელმძღვანელს კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტის საჯაროდ გაჟღერებისა და მსოფლიო მედიის საქმის კურსში ჩაყენებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






