ბრიტანეთში კოროანვირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა- ამის შესახებ აქვეყნებს წერს GUARDIAN-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა, რომელთაგან მხოლოდ 10 000 მომვლელთა სახლების მაცხოვრებლები არიან.
ეროვნული სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, მხოლოდ 9 მაისის მაჩვენებლის ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისსა და უელსში გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა 35 044 ადამიანი. შოტლანდიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან მოსულმა უახლესმა ინფორმაციამ კი დაადასტურა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჯანდაცვის უწყების თანახმად, უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.
ამ მონაცემების თანახმად, ბრიტანეთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა კორონავირუსისგან, რომელიც ინფიცირების გავრცელებისა და აგრეთვე ფატალური შემთხვევების რიცხვითაც უსწრებს იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და გერმანიას.
მასალის გამოყენების პირობები






