რუსეთში კორონავირუსისგან ხუთი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტების გაერთიანების ხელმძღვანელი ვლადიმერ სალავიოვი აცხადებს. მისი თქმით, ექიმები და ჟურნალისტები კოვიდ 19-თან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან.
„სამწუხაროდ უკვე ჩვენც გვყავს დანაკარგები- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში სულ 60 ჟურნალისტი გარდაიცვალა, რომელთაგან რუსეთში 5 ფატალური შემთხვევაა“- განაცხადა სალავიოვმა მედიასთან ინტერვიუს დროს. მისი თქმით, ქვეყანაში სულ 200-მდე მედიის წარმომადგენელია დაავადებული კოვიდ ინფექციით.
რუსეთში კორონავირუსისგან უკანასკნელ 24 საათში ინფიცირების 11 000-მდე შემთხვევა აღინიშნა, რომელთაგან 107 ფატალური აღმოჩნდა. ამ დროისთვის 186 615 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. 43 512 პაციენტი კი კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთლდა და სახლში გაიწერა
მასალის გამოყენების პირობები






