თბილისში , წმ ნიკოლოზ მტავარანგელოზის საავადმყოფოში, კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა, PCR ტესტი ორჯერ ჰქონდა ჩატარებული და ორივე უარყოფითი იყო.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი, ახალციხის კლასტერს უკავშირდება და მას ვირუსი მხოლოდ 1 კვირიანი მკურნალობის შედეგ დაუდასტურდა.
რაც შეეხება კლინიკაში არსებულ მდგომარეობას, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. საავადმყოფოში კარანტინი არ გამოცხადებულა. არიან მედიკოსები,რომლებსაც კვლევა ჯერ არ ჩატარებიათ, თუმცა პაციენტთან შემხებლობაში იმყოფებოდა.
"პაციენტი იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში, ვუდგებოდით, როგორც არა კოვიდს, მაგრამ მიდგომა მაინც ფრთხილი იყო. 10 რიცხვში დაუდასტურდა. იმ დღიდანვე ყველა პერსონალის , ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, მოხდა გატესტვა", - ამბობს კლინიკის დირექტორი ზურაბ უტიაშვილი.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, საავადმყოფოში მედიკოსების დიდ ნაწილს კვლევა ჩაუტარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






