კორონავირუსული პანდემიის საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკური მეთოდების დანერგვის შესახებ, რომლის ფონზეც უნდა მოხდეს ეპიდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მისი გამოვლენა.
„კორონავირუსის ეპიდემია და მასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება იყო დიდი ტესტი ჩვენი მთავრობის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და ჯანდაცვის სისტემაში არსებული სისუსტეების გამოსავლენად“- განაცხადა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სპიერმა, ლი ბინმა.
მისი თქმით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა მზად იყვნენ და მოახდინონ მონაცემების დროული შეფასება და დამუშავება. „ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული ტექნიკა უნდა იქნას გამოყენებული რათა მოხდეს დაავადების ანალიზი და დადგინდეს დროულად ვირუსის გავრცელების ეტაპები. აუცილებებლია სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების ოპტიმალური გადანაწილება“- განაცხადა ჯანმრთელობის უწყების მაღალჩინოსანმა პირმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ოფიციალური ვერსიის თანახმად, პანდემია დაიწყო, მოსახლეობის ტესტირების ბრძანება გაიცა. ანალიზები ნუკლეონის მჟავის ჩატარდება 10 დღის განმავლობაში. 10 მაისს უხანში, კოვიდ ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები






