ლოს-ანჯელესში, პლაჟები, რომლებიც 6 კვირის განმავლობაში დახურული იყო, გარკვეული შეზღუდვების ჩათვლით გაიხსნება ეტაპობრივად 13 მაისიდან- ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„მანჰეტენი, რედონდო და შტატის სხვა პლაჟები 13 მაისს გაიხსნება რეკრეაციული მიზნებისთვის მხოლოდ“- ამის შესახებ აცხადებს პლიაჟებისა და ნავსადგურების დეპარტამენტი. დაშვებული იქნება მხოლოდ სირბილი, სიარული, ცურვა და სერფინგი, ხოლო ჯგუფური სპორტული აქტივობები, როგორიცაა მაგალითად ფრენბურთი, იკრძალება. აგრეთვე იკრძალება ჯგუფური შეკრება და ერთობლივი გარუჯვა. 2 მეტრამდე დისტანცია უნდა იყოს ადამიანებს შორის დაცული. სანაპიროზე ყოფნისას კი ადამიანებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კალიფორნიის მთავრობა დაიწყო ეკონომიკის გახსნა- უფლება მისცეს გარკვეულ წიგნების მაღაზიებს, ტანსაცმლისა და ყვავილების მაღაზიებს, აგრეთვე სხვადასხვა სფეროს საცალო მოვაჭრეებს განაახლონ თავიანთი საქმიანობა.
მასალის გამოყენების პირობები






