წმინდა გიორგი სახელობის საავადმყოფოში, სანქტ-პეტერბურგში, გაჩენილი ხანძრისგან ის 5 პაციენტი დაიღუპა, რომლებსაც კორონავირუსისგან მკურნალობდნენ. ამის შესახებ რუსული მედია ინფორმაციას ავრცელებს სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლინიკის ერთი ნაწილს მთლიანად შეუცვალეს პროფილი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ. ხანძრის შედეგად მძიმედ დაზიანდა შენობაში არსებული მაღლტექნოლოგიური აპარატურა. მაშველებმა 150-მდე ადამიანის ევაკურება მოახერხეს. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კორონავირუსი გავრცელების მხრივ ევროპაში მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. უკვე მეთე დღეა სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად ინფიცირების 11 000-მდე შემთხვევა. ამ დროისთვის რუსეთში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ საავადმყოფოებში ყველაზე მეტი, 180 000-მდე ადამიანი გადის კოროანვირუსზე მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






