თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა , თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით დაღუპულ მეთერთმეტე პაციენტზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს გარდაცლილ პაციენტს, პრაქტიკულად, კორონავირუსი აღარ ჰქონდა, თუმცა ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"დღეს გარდაცვლილ პაციენტს ჩვენ ვიცნობდით, ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი. მას ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა და განსაკუთრებით კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვების სასუნთქი სისტემა. ეს პაციენტი, პრაქტიკულად, აღარ იყო კოვიდინფიცირებული. ის კოვიდისგან განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით, ასაკის გათვალისწინებით. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", — განაცხადა ცერცვაძემ .
მასალის გამოყენების პირობები






