"არ მჯერა, რომ ჩემზე ნაწყენია... მე გადამიარა დიდმა წყენამ" - თამრიკო ჭოხონელიძე პატრიარქთან ურთიერთობაზე
საზოგადოება - 11:36, 10 May, 2020     1317

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან ურთიერთობა ვერ აღადგინა.

მას შემდეგ, რაც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე მან სიმღერა უცნაური გადაწყვეტილების გამო გადაიფიქრა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში აღარ გალობს.

"ვერ აღვადგინე პატრიარქთან ურთიერთობა. რა ინფორმაციასაც აწვდიან და რაც ჩემამდე მოდის, მართალი არ არის. ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, უწმინდესი ჩემზე ნაწყენი იყოს. პატრიარქს რომ შემახვედრა, ზუსტად ვიცი, მას ავუხსნი ყველაფერს და ის აუცილებლად გამიგებს. არაერთ პირს დავაბარე, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა და როგორმე შევეხვედრებინე, მაგრამ…

ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ პატრიარქი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. იმდენად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, შეუძლებელია, ჩემი პოზიცია მისთვის მიუღებელი იყოს. სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ მჯერა, რომ ჩემზე ნაწყენია. ვფიქრობ, უფალი აუცილებლად შემახვედრებს. არ მიცხოვრია ისეთი ცხოვრებით, რომ იმის ღირსი ვიყო, ისე წავიდე ამქვეყნიდან, პატრიარქს არ შევხვდე. მე უკვე გადამიარა დიდმა წყენამ, რაც მომაყენეს და ერთადერთი სურვილი დამრჩა – პატრიარქს შევხვდე", - განუცხადა "სარკეს" ჭოხონელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42