სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული, ახალი ეპიდემიური აფეთქების ზღვარზე დგას, რის გამოც ყველას ღამის კლუბი, ბარი და რესტორანის დაიხურა. ამის შესახებ წერს კორეული მედია.
მედიის ინფორმაციით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ვრცელდება ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ 16 ადამიანის ინფიცირების გამომწვევი, ერთი ადამიანი, 29 წლის ახალგაზრდა იყო, რომელიც 1 მაისს რამდენიმე ღამის კლუბში, ბარსა და რესტორანში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირების თქმით, 29 წლის მამაკაცის კონტაქტების სია იმხელაა, რომ შესაძლოა 1500-მდე ადამიანი იყოს ინფიცირებული კოვიდ 19-ისგან. მთავრობა მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტუმრობდა 29 აპრილიდან 6 მაისამდე ბარებსა და ღამის კლუბებს, ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევა და თავი შეიკაონ გარეთ გასვლისგან, რათა გამოირიცხოს ვირუსის დამატებითი გადაცემის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც კოვიდ 19 თითქმის სრულად დაამარცხა. 10 840 შემთხვევიდან 9568 ადამიანი განკურნეს, ხოლო 256 დაიღუპა. ამ დრომდე რჩება 1016 ადამიანი საავადმყოფოებში, რომელთაც მკურნალობას უტარებენ ექიმები.
მასალის გამოყენების პირობები






