მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გეგმებზე რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სავეკ შუსტერის გადაცემაში ვრცლად ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია სისტემა და ფილოსოფია, რომელიც უკვე 30 წელია ქვეყანას დღის წესრიგს კარნახობს. შუსტერის გადაცემა მან ასევე იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ქვეყანას ჭაობისკენ მიათრევს და რომლის მოგვარებაც ხალხმა პრეზიდენტ ზელენსკის მიანდო.
„წინ გამოწვევებია, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ. უკრაინული ეკონომიკის ფონზე,რომელსაც 2014 წელს დიდი დარტყმა მიადგა, კრიზისის რეცესია 10 %-მდე გაიზრდება. აუცილებელია, შეიცვალოს ის სისტემა, რომელიც უკრაინას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს ქმნიდა“- განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულ გადაცემაში აგრეთვე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქალაქის მერებიც, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დახმარების თხოვნით მიმართეს.
ანდრეი სადოვი-ლვოვის მერი
„მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობას დათანხმდა, ეს ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის დიდი იმედის მომცემია, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ სადმე დემოკრატიული ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა, ეს იყო საქართველოში. მან ეს შეძლო. მჯერა, რომ სააკაშვილი უკრაინაშიც წარმატებებს მიაღწევს. ის შექმნის მოდელს, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნება“ - განაცხადა ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვმა.

„ბატონი მიხეილი სწორედ საუბრობს- დერეგულაციის საკითხებზე, ასევე თუ როგორ შეძლებენ სახელმწიფო ინსტიტუტები პრობლემებისთვის გამკლავებას. ეს სწორი მიმართულებაა. ბატონო მიხეილ, ძალიან გთხოვთ, თუ ნებას დამრთავთ, დნეპრში მეტროს გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით ხვალვე მოგმართავთ. უკვე 9 თვეა მეტროს მშენებლობის და გვირაბების გათხრის სამუშაოების ნებართვას ვერ ვიღებთ.სამჯერ მივმართე მინისტრს, თუმცა ვერაფერი. ბატნო მიხეილ, ჩვენი ოლქის ხალხის სახელით მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმარეთ“- განაცხადა ქალაქი დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა.

„ბატონო მიხეილ კიევში არის მეხუთე საწარმო, სადაც მეორადი საქონლით ვაჭრობენ. მფლობელი ფონდი არ გვაძლევს უკან ამ შენობას. არიან ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან ამ საკითხის მოგვარებაში. ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ბევრჯერ ვთქვი და დავემუქრე, რომ პირადად მე მივუჯდები ევაკუატორის საჭეს და დავანგრევ ამ საწარმოს. მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ, გთხოვთ დაეხმაროთ დნეპრს და კიევს, მადლობელი ვიქნებით ყველანი“- განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
მასალის გამოყენების პირობები






