ჩვენ დავძლიეთ ეს პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსის მინიმალური დანაკარგით - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, თუ რაიმე შეცდომა არ დავუშვით, არ მოვაწყვეთ თავყრილობები, მაშინ ტენდენცია გაგრძელდება და ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.
„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაცა არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე, ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით არ უნდა იქნას მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული. პირადად მგონია, რომ ორ ათეულზე მეტი, თუ არ დავუშვით ისეთ შეცდომები, როგორიც იყო დაშვებული მაგალითად ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში, ან შესაძლოა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ან ლენტეხში, თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ ეს პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსის მინიმალური დანაკარგით.
626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ან საუკეთესო შედეგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






