უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი წერილი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გერმანულ გამოცემაში გამოაქვეყნეს, სადაც მათ ისაუბრეს რუსეთზე, რომელიც სსრკ-ს რეჟიმის მსგავსად დღესაც აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ.
„სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორიოდე ათწლეულში მოწმენი ვართ რუსეთის მცდელობების- ადიდოს სტალინი და მისი მმართველობა, ყურადღება არ მიაქციოს ადამიანის უფლებებს და ააშენოს რეჟიმი, რომლის სათავეშიც ერთი ძლევამოსილი ადამიანი იდგება. ვხედავთ ევროპის ინტერესების სფეროდ გაყოფის ახალ ლტოლვას და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ანექსიითვის ძალის ურცხვ გამოყენებას . 2008 წელს საქართველოს, 2014 წელს კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით რუსეთმა დიდი ზარალი მიაყენა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას“- აღნიშნულია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






