ჩინელმა მეცნიერებმა სენსაციური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლითაც დგინდება, რომ კორონავირუსს კაცის სპერმაში თანაცხოვრება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი. კოვიდ 19-ს შეუძლია მამაკაცის სპერმაში მაშინაც კი აგრძელებდეს არსებობას, როდესაც უკვე დაწყებულია გამოჯანმრთელების პროცესი.
სპეციალისტები აღნიშნული მიგნების ფონზე ასკვნიან, შესაძლებელია თუ არა კოვიდ დაინფიცირება სქესობრივი გზით გადამდები გახდეს, რისთვისაც ჩინეთის ერთ-ერთმა კლინიკამ 38 დაავადებულ პაციენტს ჩაუტარა გამოკვლევა. დაავადებულთა 16 %-ს სპერმაში კორონავირუსი აღმოაჩნდა- ნაწილი მათგანი მკურნალობის პროცესში იყო, რამდენიმე კი უკვე სრულად გამოჯანმრთელებული.
„გამოვიკვლიეთ და უკვე აღმოვაჩინეთ, რომ კოვიდ 19-ს დაავადებული და უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის სპერმაშიც კი შეუძლია არსებობის გაგრძელება“- აცხადებენ ჩინელი მეცნიერები.
მეცნიერები დაზუსტებით აცხადებენ, რომ ამ მოცემულ პირობებში ვირუსს გამრავლება არ შეუძლია, თუმცა ის აქტიური რჩება, რადგან ადამიანის იმუნური სისტემა მისი გავრცელების უბნებს სრულად ვერ წვდება. ამასთანავე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენა არ არის უცნაური, რადგან ბევრი სხვა ვირუსსაც ახასიათებს მსგავსი მოქმედება- მაგალითისთვის ჩინელი მეცნიერები ასახელებენ ვირუსებს- ებოლასა და ზიკას, რომლებსაც განკურნებული კაცების სპერმაში დაავადებიდან რამდენიმე თვეშიც კი მიაკვლიეს.
მასალის გამოყენების პირობები






