რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ისევ შემაშფოთებლად მაღალია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 10 817 ადამიანი დაავადდა ინფექციისგან. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 198 676 შემთხვევაა, რომელთაგან 1827 ადამიანი გარდაიცვალა, 31 916 გამოჯანმრთლდა, ხოლო 164 933 ადამიანი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის- ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც დაავადებულთა ამგვარ მასშტაბურ რაოდენობას მკურნალობენ ექიმები სამედიცინო პუნქტებში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია და მასობრივი პანიკის თავიდან ასარიდებლად მთავრობა შეგნებულად მალავს ინფორმაციას. ჟურნალისტების მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ არსებობს გარდაცვლილი ადამიანების სია, რომელიც რეალური ციფრებისგან 200-233 % -ით მაღალია, რომელთაც ოფიციალურ მონაცემებში შემდეგი კვირების განმავლობაში შეიტანენ ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






