"რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, ჩვენ 154 დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, აქედან 95 პაციენტი გავწერეთ" - ლევან რატიანი
COVID-19 - 12:53, 09 May, 2020     534

მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კლინიკამ რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში არის 78 პაციენტი, აქედან 58 არის დადასტურებული შემთხვევა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტი გვყავს, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. დაახლოებით, 11 პასუხს ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს - საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითი იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, ის აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კლინიკამ რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული არ გვყავს“, - განაცხადა რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42