დონალდ ტრამპმა უარყო ის ფაქტი, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები იყოს წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების ინიციატორი ვენესუელაში. მისი თქმით, აშშ გაგზავნიდან მთელ არმიას, მას რომ ქვეყნის დაპყრობა ნდომოდა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არის უშუალო ხელმძღვანელი ვენესუელის დაპყრობის ოპერაციაში- ამის დასტურად კი მან ამერიის ყოფილი სპეციალური ძალების ჯარისკაცი გამოაჩინა სახელმწიფო ტელევიზიით, რომელიც აღიარებდა ამბოხში მონაწილეობას.
დონალდ ტრამპმა „FOX & FRIENDS”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას რომ ნდომოდა ამ ყველაფერს გააკეთებდა ყოველგვარი შეფარვის გარეშე.
„ჩვენ რომ გვდომოდა გავგზავნიდით არა პატარა სამხედრო ჯგუფს, არამედ მთელ არმიას და ისინი მათ ვერ შეაჩერებდნენ“ - განაცხადა ტრამპმა.
„მე ბევრი მათ შესახებ არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს იყო არამზადების ჯგუფი, რომლებიც დაკომპლექტებულნი იყვნენ უამრავი ვენესუელელითა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებით“.
შეგახსენებთ, რომ ლიუკ დენმანი და აირენ ბერი 11 ადამიანთან ერთად დააკავეს კარაკასის აეროპორტიდან 40 მილის მოშორებით, საზღვაო ქალაქ ჩუაოში. ვენესუელის მთავრობის მიერ ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში დენმანმა განაცხადა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპი იყო- „ოპერაციის მიზანი კი ვენესუელელების მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება იყო“.
მასალის გამოყენების პირობები






