ტექნოლოგიური გიგანტი “GOOGLE” მხარს უჭერს სოციალური დისტანცირების ღონისძიებების მომავალ წლამდე გახანგრძლივებას. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, დასაქმებული ადამიანები 2021 წლამდე სახლებიდან იმუშავებენ შექმნილი ვითარების გამო.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ თანამშრომლები უნდა მოემზადონ იმისთვის, რათა სახლებიდან იმუშაონ ოქტომბრამდე ან მომავალ წლამდეც კი.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო აგრეთვე FACEBOOK-მაც , რომელმაც დასაქმებულ პირებს განუცხადა, რომ ისინი მუშობას სახლებიდან 2021 წლამდე გააგრძელებენ. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის AMAZON-მაც გადაწყვიტა მომსახურე პერსონალი დისტანციურად ამუშაოს ოქტომბრის ბოლომდე.
გუგლის აღამასრულებელმა დირექტორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებულ პირებს სურვილის შემთხვევაში ოფისიდან მუშაობა უკვე ივლისის თვიდან შეეძლებათ.მისი თქმით, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებულ კომპანიის სამუშაო ობიექტებში იქამდე სანამ დასაქმებულები დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






