კორონავირუსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა – მაია ბუწაშვილი
COVID-19 - 19:37, 08 May, 2020     736


ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ COVID-19 პანდემიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა.

მისი თქმით, ადამიანები დროულად აღარ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს სხვადასხვა ჩივილების დროს და ასევე ნაკლებად იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.

„COVID-19 პანდემიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა.

მისი არაპირდაპირი ზემოქმედებით, ანუ იმის გამო, რომ ადამიანები დროულად აღარ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს სხვადასხვა ჩივილების დროს და ასევე ნაკლებად იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.

მაგალითად, აშშ მკვლევართა მიერ დათვლილია მხოლოდ ამ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის სამი თვის განმავლობაში 36000 არადიაგნოსტირებული ან დაგვიანებულად დიაგნოზისტირებული ძუძუს კიბოს, 22600 პროსტატის კიბოს, 18800 ნაწლავის კიბოს, 2500 საშვილოსნოს კიბოს და 450 ფილტვის კიბოს შემთხვევა.

ჯამურად ეს შეადგენს დაგვიანებული ან არადიაგნოსტირებული სიმსივნის 80,000-ზე მეტ შემთხვევას მხოლოდ აშშ-ში.

საქართველოში, სადაც ისედაც პრობლემა გვაქვს სიმსივნის დროულ გამოვლენაში, შესაძლოა კორონავირუსის გამო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს.

გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას ვაქცინით პრევენტირებადი დაავადების მხრივაც და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების აფეთქებები მივიღოთ, რადგან გეგმიური ვაქცინაციის მოცვის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება.

ისევ აშშ მაგალითზე, 5 აპრილს კვირაში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია შემცირდა 50%-ით, ხოლო ყივანახველას – 42%-ით.

სხვადასხვა ჩივილების შემთხვევაში არ უნდა შევიკავოთ თავი ექიმთან მისვლისგან კორონავირუსის შიშით,

რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სხვა მძიმე დაავადება არსებობს და დედამიწა მხოლოდ კორონავირუსის ირგვლივ არ ბრუნავს.

ასევე, არ უნდა გადავდოთ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია“, – წერს მაია ბუწაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42