სკანდალი რუსეთში: როგორ გამოაცხადეს ადოლფ ჰიტლერი დიდი სამამულო ომის გმირად
მსოფლიო - 17:12, 08 May, 2020     1254

ჩელიაბინსკში, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტის ფარგლებში პროექტის SMM-სპეციალისტებმა "ულვაშგაპარსული" ადოლფ ჰიტლერი ვერ იცნეს და დიდი სამამულო ომის გმირად გაასაღეს.

პროექტი "გმირების სახელები" პროექტ "უკვდავი პოლკის" ანალოგიაა, სადაც ჩელიაბინსკის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო პროექტის ხელმძღვანელებისთვის გაეგზავნა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე საკუთარი წინაპრის ფოტო და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რის შემდეგადაც ის სოცქსელ «ВКонтакте»-ს გვერდზე ქვდეყნდებოდა.

როგფორც გაირკვა, ერთერთმა პირმა, ანონიმური ელ-ფოსტით პროექტის ავტორებს ადოლფ ჰიტლერის ფოტო გაგუზავნა შემდეგი ტექსტით: "ვლადიმერ ვლადიმერის ძე სუმინი, 1918-1945 წ. ომში წავიდა 1942 წელს, ომობდა მოსკოვისა და კურსკის მისადგომებთან, დაიღუპა 1945 წელს "ვისლა-ოდერის" ოპერაციის დროს". გვერდის ადმინისტრატორებმა სურათი ვერ იცნეს და აღნიშნული მონაცემები გამოაქვეყნეს წარწერით: "ქალაქი უნდა იცნობდეს თავის გმირებს".

სოცქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ სურათი წაიშალა. უყურადღებო სპეციალისტებს კი პრემიას აღარ მისცემენ. პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ მართლა ვერ იცნეს ჰიტლერი და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ თემაზე ვინმეს ასეთი ბოროტი ხუმრობის გაკეთება შეეძლო.

(ბოდიშს გიხდით ფოტოს დაბალი ხარისხის გამო)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42