პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანს განცხადებით, ძალიან მალე დასრულდება ის აურზაური, რაც საქართველოსა და მსოფლიოშია.
მისი თქმით, ამ ვირუსთან ერთად მოუწევს კაცობრიობას ცხოვრების გაგრძელება, ოღონდ შესაძლოა ადამიანები აღნიშნული ინფექციის მიმღებები გახდნენ.
"ახალი კორონავირუსი გლობალური პრობლემაა. მაგრამ ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ჩვენს ქვეყანაში და სამყაროშია. ვირუსის გარეშე ალბათ ვერ ვიცხოვრებთ, მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება. მე არ ვარ ბიოლოგი, ვირუსოლოგი, მაგრამ რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები, მიკროორგანიზმები. მათთან ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ვიცხოვრებთ, ოღონდ შეიძლება ამ ვირუსის მიმღებები ვიყოთ, მაგრამ დაავადება არ გამომჟღავნდება", - ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები






