პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 პაციენტი დატოვებს.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, 12 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მისი პასუხი უარყოფითი იყო. მისივე განმარტებით, დღის ბოლოს აღნიშნულ პაციენტებს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და სავარაუდოდ ისინიც დატოვებენ კლინიკას.
„კლინიკაში ამჟამად 75 პაციენტია, აქედან 58 კორონავირუსით ინფიცირებულია. 3 პაციენტი რამდენიმე წუთში კლინიკას დატოვებს, უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება.
რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი, აქედან ერთი პაციენტი ჩამოდის თერაპიულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან. დღეის მონაცემებით მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოვხსენით და ალბათ ორშაბათს ის რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულში ჩამოვა. ორსული ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს 12 პაციენტთან პირველადი პასუხები მივიღეთ ნეგატიური, გავაგზავნით განმეორებით კვლევაზე, იმედია ისევ უარყოფითი პასუხები მოვა და დღის ბოლოსთვის ისინი კლინიკას დატოვებენ“, - აღნიშნა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






