ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მათ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგმარეობაზე ისაუბრა.
ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ კლინიკაში კიდევ 3 კოვიდინფიციებული განიკურნა.
„8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის. ჩვენს ცენტრში ახალი პაციენტები არ მოთავსებულან და 44 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ერთი კრიტიკული პაციენტია, შეგვიძლია ვთქვათ რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ დაფიქსირდა. თუმცა, მაინც კრიტიკული პაციენტია და შედეგებზე რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ, მასთან სტაბილიზება ვერ ხერხდება.
გვაქვს 1 მძიმე პნევმონიის შემთხვევა და მალე გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტებთა რიცხვში.
მოზარდები 11 გვყავდა სულ, ნაწილი გამოჯანმრთელდა და ახლა 6 მოზარდი გვყავს.
13 ახალი გამოჯანმრთელებულებიდან 3 ჩვენი პაციენტია. ცენტრში ჯამში 82 გამოჯანმრთელებული გვყავს, ხოლო 44 ინფიცირებული გვყავს ამჟამად,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






