მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"აღვნიშნავთ რა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს, ჩვენ პატივს მივაგებთ მის მსხვერპლთ და ყველა ჯარისკაცს, რომელიც იბრძოდა ნაცისტური გერმანიის დამარცხებისა და ჰოლოკოსტის დასრულებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამას ევროპისათვის თავისუფლება არ მოუტანია. კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ თითქმის 50 წლის განმავლობაში დარჩა. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები უკანონოდ იყო ოკუპირებული და ანექსირებული და საბჭოთა კავშრი იყენებდა თავის რკინის ძალაუფლებას, სხვა დატყვევებული ერების მიმართ, იყენებდა უპირატეს სამხედრო ძალას, რეპრესიებს და იდეოლოგიურ კონტროლს.
ათწლეულების განმავლობაში მრავალრიცხოვანი ევროპელი კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილიდან საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა თავისუფლების მისაღწევად, რადგან მილიონობით ადამიანი მოკლებული იყო უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, რისთვისაც მათ აწამებდნენ და ხდებოდა მათი გადასახლება. "რკინის ფარდის" მიღმა საზოგადოება თავგანწირვით ცდილობდა ეპოვნა გზა დეკორატიისა და თავისუფლებისკენ.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ თავისუფალი და ძლიერი ევროპისთვის, სადაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა დომინირებს. მომავალი დაფუძნებული უნდა იყოს ისტორიის ფაქტებსა და ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთათვის სამართლიანობაზე. მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიისწრაფის ამ პრინციპებისკენ. ისტორიული მოვლენების მანიპულაცია, რამაც მეორე მსოფლიო ომამდე და შედეგად, ევროპის დაყოფამდე მიგვიყვანა, წარმოადგენს ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






