მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქში შესაძლოა, 300 000 ადამიანი იყოს რეალურად ინფიცირებული კოვიდ 19-ისგან. ამის შესახებ მან „Россия 24“- თან ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისი თქმით, სკრინინგული კვლევების თანახმად, მოსკოვის მოსახლეობის 2-2.5 %-ს აქვს დადასტურებული კოროანვირუსი. მან აღნიშნა, რომ ადამიანების მასობრივი იდენტიფიცირება არის უდიდესი პლიუსი ამ საქმეში.
სობიანინი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ გაჩერდება, პირიქით უფრო განვითარდება და გავრცელდებ. იგი მოუწოდებს მოსახლეობას და მთავრობას მოემზადონ ყველა შესაძლო განვითარების სცენარისთვის. „წარმოების განახლება, შეზღუდვების მოხსნა და გარკვეული შეღავათების დაშვებით მივიღებთ დაავადების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის მასშტაბურ ზრდას“ - განაცხადა მოსკოვის მერმა.
სობიანინი აცხადებს, რომ მოსკოვში აქტიურად მიმდინარეობს სარეზერვო საავადმყოფოების მოწყობა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო აპარატურებით- სასუნთქი აპარატებითა და სავენტილაზიო მოწყობილობებით, აგრეთვე ინტენსიური მკურნალობის პალატებით, სადაც იმუშაბს შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალი.
მასალის გამოყენების პირობები






