ფედერიკო მანი იყო პირველი, ვინც თავისი ოჯახის ზეთისხილის ხეს უჩვეულო რამ შეამჩნია. ეს ექვსი წლის წინ მოხდა. ზაფხულის ერთ დღეს მანი და მისი მამა ენცო ნარგავებს ათვალიერებდნენ. მათ შეამჩნიეს, რომ ხეები დამწვარი იყო. „მკვდარი ტოტები და ყავისფერი ფოთლები - საშინელებაა, ნამვდილად საშინელება“ - აცხადებს მანი.
„ეს ხეები გადაურჩნენ ომებს და ცუდ ამინდებს. მათ თითქმის მარადიულობა გვაჩუქეს, ახლა კი ცრემლებს ვიკავებ, როდესაც ჩემი ექსტრაორდინალური სილამაზის ნაცვლად უსიცოცხლო ღეროებს ვნახულობ“ - განაცხადა ენცომ.
ხის მკვლელი ბაქტერია არის xylella fastidiosa (პირსის დაავადება, ვაზის ბაქტერიოზი), რომელმაც ზეთის ხილის ხეები იტალიაში გაანადგურა და ახლა ესპანეთსაც და საბერძნეთს ემუქრება. ეს ქვეყნები ევროპის ზეთის ხილის 95%-ს აწარმოებენ. კვლევების მიხედვით, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ევროპას ბაქტერია 20 მილიარდი ევროს მოსავალს გაუნადგურებს.
პირსის დაავადებას ახალ კორონავირუსულ დაავადებას ადარებენ. ის, ისევე როგორც კოვიდ-19-ის ხელს უშლის ჟანგბადის მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის მიწოდებას. როგორც აღნიშნავენ, თუ ხე დაავადებულია ბაქტერიით, მას წყლის შეწოვა არ შეუძლია.
საპონარი, ადამიანი, რომელიც ბაქტერიას წლების განმავლობაში იკვლევდა აღნიშნავს, რომ იტალიაში ის ამერიკიდან მოხვდა, სადაც მან ციტრუსის ხეები და ვაზი გაანადგურა. მისი თქმით, იტალიაში ბაქტერიის იმპორტი დეკორატიული ყავის ნარგავებით მოხდა, რადგან ისინი დაავადებულები იყვნენ ვაზის ბაქტერიოზით.
ესპანეთში იტალიისგან განსხვავებით ბაქტერიამ ნუშის ხეები და ვაზი გაანადგურა, თუმცა ესპანეთის ნაციონალური ინსტიტუტის ნარგავების პათოლოგიების შემსწავლელი საბჭოს წევრმა ზეთისხილის ფერმის მქონე პირებს ყურადღებისკენ მოუწოდა.
ბაქტერიამ ძირითადად Cellina di Nardò-სა და Ogliarola salentina-ს ნარგავები გაანადგურა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სხვა ჯიშები ვირუსის მიმართ იმუნიტეტის მქონეები აღმოჩნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






