კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, 2 მაისის მონაცემებით დამატებით სამმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური- ისინის უმუშევრობის გამო უკვე იმ ადამიანთა რიცხვში შედიან, რომლებიც ელოდებიან სამსახურის დაკარგვის გამო ფულადი დახმარების მიღებას. საერთო ჯამში კოროანვირუსის საყოველთაო კარანტინის პირობებში 33-მა მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური.
მხოლოდ გასულ კვირას 3. 839 მილიონი უმუშევარი ადამიანი დაფიქსირდა. ფლორიდაში 507 000 ახალი უმუშევარია, კალიფორნიაში უკვე 856 000. ჯორჯიისა და ტეხასის შტატში კი 500 000-ზე მეტი მხოლოდ მიდმინარე კვირაში აღინიშნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წლის მეორე მეოთხედში უმუშევრობის დონემ შესაძლოა უკვე 20 %-ს მიაღწიოს.
მომუშავეთა სტატისტიკის ბიურომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა აპრილის მოხსენება, რომლის ფონზეც აღნიშნავენ, რომ მსგავსი მდგომარეობა ამერიკაში მომხდარი „დიდი დეპრესიის შემდეგ“ არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები






