ამერიკის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიას ყველაზე მძიმე თავდასხმა უწოდა, რომელიც ოდესმე განხორციელებულმა ამერიკის შეერთბულ შტატებზე. მან საუბრისას ისევ ჩინეთისკენ გაიშვირა ხელი და დაადანაშაულა ოფიციალური პეკინი ინფექციის გავრცელებაში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელებამ ამერიკის შეერთბულ შტატებს იმაზე მძიმე დარტყმა მიაყენა ვიდრე იაპონელთა მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წლის 7 დეკემბერს განხორციელებულმა პერლ-ჰარბორის დაბომბვამ და 20 წლის წინ განხორციელებულმა 9/11-ის ტრაგედიამ, როდესაც ტერორისტული აქტი განხორციელდა ნიუ-იორკში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ჩინეთის მიმართ ოფიციალური პეკინის მიერ გლობალური პანდემიის გამოწვევაში უდიდესი წვლილის შეტანის გამო.
„ჩვენ გავხდით ყველაზე მძიმე თავდასხმის მსხვერპლი, რაც კი განუხორციელებიათ ადრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს პერლ ჰარბორსა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ შეტევაზე ბევრად უარესია. მსგავსი მასშტაბით თავდასხმა ჩვენ არ გვინახავს.მსგავსი რამ არასოდეს არ უნდა მოხდეს. მისი შეჩერება შეიძლებოდა წყაროს აღმოჩენით და ეს უნდა მომხდარიყო ჩინეთში, თუმცა ეს არ მოხდა“ - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
„უჩინარ მტერს ვუყურებ, როგორც ომს. მე არ მომწონს ის, თუ როგორ განვითარდა იგი აქ, რადგან მისი შეჩერება შესაძლებელი იყო, მაგრამ არა, უჩინარ მტერს აღვიქვამ, როგორც ომს“.
მასალის გამოყენების პირობები






