პოლონეთის მმართველი პარტიები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ გადადონ 10 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც არჩევნების ჩატარების მცდელობას საფოსტო გზავნილების მექანიზმით კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.
იაროსლავ კაჩინსკიმ, პარტია მმართველი კანონისა და სამართლიანობის ლიდერმა პარლამენტში განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი გამოაცხადებს ახალ თარიღს არჩევნების დანიშვნისთვის, როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი, მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ 10 მაისს დაგეგმილი არჩევნები უნდა სცნოს ბათილად.
არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ძალზე დიდი პროტესტი და ზეწოლა მომდინარეობდა ოპოზიციური პარტიებიდან მთავრობის მიმართ, თმცა მას შემდეგ რაც განიხილეს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა ლეგალური და ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იქნებოდა, ყველამ დაუჭირა პარლამენტში მხარი მის გადადებას.
მასალის გამოყენების პირობები






