რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კოვიდ 19 დაუდასტურდა- ამის შესახებ ინფორმაცია მისი პრესსპიკერი ანა უსაჩევა აცხადებს. მისი თქმით, დაავადება იოლ ფორმებში მიმდინარებოს, რის გამოც ამ დროისთვის არ დგას საკითხი მინისტრის ჰოსპიტალიზებაზე. „კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. COVID19 ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – ამბობს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.
გასულ კვირას კოროანვირუსის ინფექცია აღმოაჩნდა აგრეთვე რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და მშენებლობისა და საბინაო, კომუნალური მომსახურების სამინისტროს ხელმძღვანელს, ვლადიმერ იაკუშევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, სადაც ინფიცირების 166 000-მდე შემთხვევაა, რომელთაგან 1537 ფატალური აღმოჩნდა. 143 065 ადამიანი ამ დრომდე მკურნალობს - 3000-მდე მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის პალატაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
მასალის გამოყენების პირობები






