ამირან გამყრელიძის ვაჟმა ნიკოლოზ გამყრელიძემ თათია შარანგიას ინსტაგრამჩართვაში აღნიშნა, მამაზე, ამირან გამყრელიძეზე ისაუბრა.
ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ რომ ბატონა მირან გამყრელიძეს ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ერთად ყოფნა უყვარს.
“მამაჩემი ყოველთვის რბილი იყო ბავშვებთან და დღესაც ასე ვართ. ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით და ვკამათობთ. ვკამათობთ ბავშვების განათლებაზე, მე მიმაჩნია თავისუფლება უფრო მეტი ჰქონდეთ ბავშვებს, თუ არ უნდა ბავშვს არ უნდა.
ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს, მე ხშირად არ შემიძლია ბავშვები ზოოპარკში წავიყვანო. მას ჩემი სამი და ჩემი დის სამი შვილი ზოოპარკში დაყავს. სანამ კორონობა გვექნებოდა, ყოველ შაბათ-კვირას შეგვეძლო გადაგვაბარებინა მისთვის ბავშვები.
ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს და საღამოობით სახლში უამრავი სათამაშო მოაქვთ, რომელიც ერთ დღეში აღარავის აინტერესებს” – განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






