აშშ-ში, ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერებმა კორონავირუსში 14 მუტაციის შედეგად წარმოქმნილი აგრესიული შტამები აღმოაჩინეს, რომლებიც განსაკუთრებით უტევენ აშშ-სა და ევროპას- მათ აგრეთვე იმ ადამიანების დაინფიცირებაც შეუძლია, რომელთაც უკვე ანტისხეულები გააჩნიათ. ამის შესახებ წერს SKY NEWS-ი.
მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული დასკნვის თანახმად ირკვევა, რომ მუტაცია განვლილი შტამი, ცნობილი როგორც D614G, განსაკუთრებით საშიშია და პირველად ევროპაში დაფიქსირდა. იგი განსაკუთრებით განსხვავდება პანდემიის ადრეულ ეტაპზე არსებული ყველა წარმონაქმნებისგან .
ზემოხსენებული პრობლემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ კვლევის დასკვნები და ხელმისაწვდომი გახდა მის ანალიზამდე.
6000-ზე მეტი გენეტიკური ნიმუშის ანალიზის შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მუტაცია განვლილი შტამი განსაკუთრებით დომინანტია ყველა იმ რეგიონში, სადაც იგი აღმოაჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






