ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ეტაპოვრივი გახსნა დიდი ალბათობით, გამოიწვევს სიკვდილიანობის შემთხვევათა ზრდას, თუმცა აღნიშნული ჩაკეტილი მდგომარეობის გახანგრძლივება გამოიწვევს უფრო მძიმე შედეგებს ამერიკელებისთვის.
„შესაძლოა, ეკონომიკის აღდგენამ სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს, რადგან მოქალაქეები არ ჩაიკეტებიან სახლებსა და ბინებში. ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ სოციალურ დისტანცირებას, ხელების დაბანვას და უამრავი რამის გაკეთებას, რაც წინა პერიოდში ვისწავლეთ“ -აღნიშნა ტრამპმა.
„უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვლება, როდესაც ვირუსი გადავა ვაქცინით ან მის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ვაქცინის მიმართ ძალზე კარგად ვმოქმედებთ, თუმცა მის გარეშეც ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“.
„ჩვენი ქვეყნის ხალხი შესანიშნავი მეომრები არიან. მე არ ვამბობ, რომ რამე შესანიშნავადაა. დაზარალდება ზოგიერთი მათგანი? დიახ. დაზარალდებიან მძიმედ? დიახ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ქვეყანა უნდა გავხსნათ ძალიან მალე.“
შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის გავრცელების უმთავრეს ეპიცენტრს წარმოადგენს დღეს მსოფლიოში, სადაც 1 200 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 72 000 ფატალური აღოჩნდა. მილიონამდე ადამიანი ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს- 16 179 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის კურსს გადის საავადმყოფოში და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება,რომელთა უმრავლეს მათგანს ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს მიერთებული.
მასალის გამოყენების პირობები






