ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ რაც ეპიდემია დაიწყო, დღევანდელი მონაცემები ყველაზე დამაიმედებელია.
„რაც ეპიდემია დაიწყო, დღევანდელი მონაცემები ყველაზე დამაიმედებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იძლეოდეს დამშვიდების საფუძველს. იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს შედეგები მიღწეულია, მაინც საგანგებო ზომების და შეზღუდვების პირობებში.
ამან იმუშავა და შეუწყო ხელი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 10-ზე მეტი შემთხვევა არ დაიქსირებულა.
ჩვენ ხომ ასე დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ, ვიღაცამ რომ გვითხრას, რომ თუ თქვენ გაუთავებლად დაიცავთ ამ წესებს, არ ივლით კერძო მანქანებით, არ წახვალთ შეკრებებზე, გასვენებებზე, ქორწილებში, მაღაზიებსა თუ კაფე-ბარებში.
მაგრამ ეს რაღაცა დრო 1-2 თვე უნდა მოითმინოთ, მართალია, დიდხანს ასე ვერ გაძლებ და რაც მთავარია ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაძლებს. ძალიან ბევრი ამბობს, რომ „რა მნიშვნელობა აქვს კორონა მოგკლავს თუ შიმშილი“.
უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. Covid-19, გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მთლიანად არ გაქრება. ის რაღაც პერიოდი მაინც დარჩება. მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ინფექცია გახდეს მართვადი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






