საეკლესიო ისტორია იცნობს არა მარტო კათოლიკური არამედ სხვა ეკლესიების სამღვდელოების მიერ დედაოების სექსუალურ შევიწროებას. სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომლებიც საუბრობენ მღვდლებისა და ეპისკოპოსების მიერ დედაოების სექსუალურ მონებად გამოყენებაზე.
„ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. რამოდენიმე მღვდელი ამის გამო გავათავისუფლეთ.“ - აცხადებს რომის პაპი ფრანცისი.
ვატიკანის ქალთა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სასულიერო პირების მიერ დედაოების სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობდა, უჩვეულოდ გამჭირვალე პასუხი მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან.
„ეს მართალია… იყვნენ მამაოები და ეპისკოპოსებიც კი, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ისევ გრძელდება, რადგან რაღაც მხოლოდ იმის გამო არ შეწყდება, რომ მის შესახებ იცი.“ - აცხადებს რომის პაპი
გასულ კვირას ვატიკანის ჟურნალმა დაწერა, რომ მამაოები, რომლებიც აფრიკაში მოღვაწეობენ დედაოებს სექსუალურად ავიწროებენ, რადგან კონტინენტზე არსებული აივ ინფექციით გამოწვეული კრიზის ფონზე ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. სტატიამ ინდოეთსა და ჩილეში მყოფი დედაოებსაც მისცა შანსი, რომ დეტალურად მოეყოლათ სასულიერო პირების მიერ სექსუალური შევიწროების გამოცდილების შესახებ.
BBC-ის ერთ-ერთი ანგარიში ეპისკოპოსის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდოეთში მოღვაწე მღვდელმა დედაო 2014 წლიდან 2016 წლამდე ცამეტჯერ გააუპატიურა.
პრობლემა, რომ გლობალურია ამაზე არავინ დავობს, მათ შორის ქრისტიანული ეკლესიის წინამძღვარიც. რომის პაპმა როიტერთან განაცხადა: “მე არ შემიძლია ვთქვა ეს არასდროს მოხდება ჩემს სახლში. ეს არის სიმართლე. უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი? დიახ. ვართ თუ არა მზად? დიახ.”
პრობლემა არსებობს და ის რეალურია. ეს რეალობა კი სასტიკი და არაქრისტიანულია - ეს ფაქტია. ამას ადასტურებს ეკლესიაც და იძლევა ცვლილებების პირობას, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად მუდმივი ან ეფექტური იქნება პრობლემის აღმოფხვრის პოტენციური ნაბიჯები.
მასალის გამოყენების პირობები






