იგი ამბობს, რომ სამყარო კორონავირუსის შემდეგ, იგივენაირი იქნება, თუმცა უფრო უარესი.
"ნახევარი წამითაც არ მჯერა იმ განცხადებების, რომ "ისე არაფერი აღარ იქნება სამყაროში, როგორც იყო". იზოლაციის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ გავიღვიძებთ ახალ მსოფლიოში. ყველაფერი იგივენაირად იქნება, თუმცა უფრო უარესად.... ესბანალურია, რადგან სექსუალური გზითაც კი არ გადადის", - თქვა უელბეკმა.
მიშელ უელბეკმა იმ მწერლებს დასცინა, რომლებმაც ახლანდელი რეალობა მის მიერ 2005 წელს დაწერილ აპოკალიპტურ რომანს "The Possibility of an Island"-ს შეადარეს, სადაც ადამიანთა მოდგმა განადგურების პირას არის.
"დასავლეთს არ აქვს ღმერთისგან მინიჭებული მარადიული უფლება, რომ ყველაზე მდიდარი და განვითარებული ზონა იყოს მსოფლიოში. საფრანგეთი ესპანეთსა და იტალიაზე უკეთ უმკვლავდება კრიზისს, თუმცა გერმანიასავით კარგად ვერ. არაფერია გასაოცარი ამაში", - თქვა უელბეკმა.
მასალის გამოყენების პირობები






