ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში, დეირ-ეზზორში განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 14 ირანელი ჯარისკაცი და მათთან აფილირებული სამხედროები ემსხვერპლა- ამის შესახებ სირიაში არსებული ბრიტანული მონიტორინგული ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ირანულ ძალებზე თავდასხმა სამშაბათს გამთენიისას განხორციელდა. გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაჭრილთა უმრავლესობა კრიტიკულ მდგოამრეობაში იმყოფება.
სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ორშაბათსაც განხორციელდა ებრაელთა მხრიდან თავდასხმა საკვლევ ცენტრებსა და სამხედრო ბაზაზე ალეპოს პროვინციაში, რომლის დროსაც უმრავლესობა რაკეტებისა განეიტრალიზებულ იქნა საჰაერო თავდაცვის სისტებმით.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური დაზვერვის წყაროები აცხადებენ, რომ ისრაელი მსოფლიოში შექმნილი სიტუაციით , კოროანვირუსზე მიპყრობილი ყურადღებით სარგებლობს და ახორციელებს ხშირ საჰაერო რეიდებს სირიაში.
მასალის გამოყენების პირობები






