"ისრაელის ბიოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში ინახება ანტისხეული, რომელსაც კოვიდ 19-ის ნეიტრალიზება შეუძლია"- ისრაელის თავდაცვის მინისტრი
მსოფლიო - 14:54, 05 May, 2020     1702

ოფიციალური იერუსალიმი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის კუთხით უკვე გააჩნიათ „უმნიშვნელოვანესი მიგნება“. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ის ანტისხეულები ინახება უმთავრეს ბიოლოგიურ საკვლევ ლაბორატორიაში.

ისრაელი გახლავთ ერთ-ერთი იმ ათეულობით სახელმწიფოთაგან, რომლებიც იბრძვიან სათანადო სამკურნალო წამლისა და ვაქცინის შესაქმნელად კორონავირუსის წინააღმდეგ.

''მონოკლონური ნეიტრალიზაციის ანტისხეულს, რომელიც შექმნილია ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მიერ, შეუძლია გაანადგუროს ადამიანის სხეულში კორონავირუსის მატარებლები“ - განაცხადა ისრაელის თვდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. მან აღნიშნა, რომ სწორედ ლაბორატორიაში ყოფნის დროს გაუმხილეს და აჩვენეს მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტიდოტი.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, შუელ შაპირას განცხადებიდან გაიმეორა ერთ-ერთი ციტატა მედიასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ანტისხეულის ფორმულა უკვე გამოგონებულია, რომლის შემდეგაც საერთაშორისო მწარმოებლები იფიქრებენ მათ მასობრივ გამოშვებაზე.

ისრაელის ბიოლოგიური ლაბორატორია ხელს უწობს ებრაული ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევას, რათა შეიქმნას სამკურნალო საშუალება და ვაქცინა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.

ებრაელები აქტიურად იყენებენ ანტისხეულების ნიმუშებით ტესტების ჩატარებას კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებზე, რომლის შემდეგაც ჯანმრთელი ადამიანებისგან იღებენ ანტისხეულებს და ახორციელებენ დაკვირვებებს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კორონავირუს გადალახულ პაციენტების სისხლში შემავალი ცილები და გარკვეული პროტეინები გახდნენ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების შესაქმნელად.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში არსებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეული მონოკლონურია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოშობილია ერთი გამოჯანმრთელებული უჯრედიდან და მაშასადამე მას აქვს უდიდესი პოტენციალი კორონავირუსიანი პაციენტის მკურნალობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42